Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ბაყუბაში, რომელიც ბაღდადიდან


ერაყის ქალაქ ბაყუბაში, რომელიც ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარეობს,

ერაყის ქალაქ ბაყუბაში, რომელიც ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარეობს,
დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ ცოტა 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათობით დაიჭრა. პოლიციის ცნობით, ბომბი აფეთქდა სასამართლოსა და პროვინციის სამთავრობო შენობების წინ დიალას გუბერნიაში. დიალა უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე შეერთებული შტატებისა და ერაყის ჯარებსა და ალ-ყაიდის მეომრებს შორის შეტაკებების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ერაყის ხელისუფლების ცნობით, დღეს კიდევ 13 ადამიანი დაიღუპა რესტორნის წინ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად ალ-ანბარის გუბერნიის დედაქალაქ რამადიში.
XS
SM
MD
LG