Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და ნატომ "სერიოზული შეშფოთება"


ევროკავშირმა და ნატომ "სერიოზული შეშფოთება" გამოთქვეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ

ევროკავშირმა და ნატომ "სერიოზული შეშფოთება" გამოთქვეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ
რუსეთის ბოლო გადაწყვეტილების გამო. მანამდე რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა მთავრობას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოაცხადებულ რესპუბლიკებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. ამის შემდეგ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ხავიერ სოლანამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა გაავრცელეს რუსეთის ამ ნაბიჯით “ღრმა შეშფოთების” ამსახველი განცხადებები. დღესვე საქართველოში გაიმართა უშიშრეობის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომლის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ გამოთქვა შეფასება, რომ რუსეთის ნაბიჯი უნდა ჩაითვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსირების პროცესის ლეგალიზებად.
XS
SM
MD
LG