Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტი


ვრცელდება ცნობა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დღეს დამასკიში

ვრცელდება ცნობა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დღეს დამასკიში
უკვე მეორედ შეხვდა პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფების, "ჰამასის", ლიდერს ხალიდ მიშ-ალს. საუბრის მთავარ თემებად სახელდება ისრალსა და პალესტინელებს შორის ტყვეების გაცვლის შესაძლებლობები და ღაზის სექტორზე ბლოკადის მოხსნის პერსპექტივები. პირველმა შეხვედრამ პარასკევს დაახლოებით 4 საათს გასტანა. 2002 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოებული ჯიმი კარტერის გადაწყვეტილება - შეხვედროდა "ჰამასის" ლიდერებს - შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციისა და ისრაელის კრიტიკის საგანი გახდა. დასავლეთი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და არ ემხრობა მასთან პირდაპირი დიალოგის გამართვას.
XS
SM
MD
LG