Accessibility links

logo-print

ბაღდადის "სადრ სითიდ" წოდებულ ნაწილში


ბაღდადის "სადრ სითიდ" წოდებულ ნაწილში დღეს ინტენსიური ბრძოლა გაჩაღდა შიიტთა შეიარაღებულ

ბაღდადის "სადრ სითიდ" წოდებულ ნაწილში დღეს ინტენსიური ბრძოლა გაჩაღდა შიიტთა შეიარაღებულ
დაჯგუფებასა და შეერთებული შტატებისა და ერაყის გაერთიანებულ სამხედრო ძალას შორის. ქალაქ ბასრაში კი, ერაყელმა სამხედროებმა, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედრო ვერტმფრენების მხარდაჭერით, იერიში მიიტანეს ჰაიანიას რაიონზე, სადაც შიიტთა რადიკალი სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის მომხრე მებრძოლები არიან დაბანაკებული. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ალ-სადრის მხარდამჭერებსა და ერაყელ პოლიციელებს შორის გუშინ ღამით შეტაკება მოხდა ქალაქ ნასირიაშიც. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG