Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თქმით, ვაშინგტონი "მეტად შეშფოთებულია"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თქმით, ვაშინგტონი "მეტად შეშფოთებულია"
მოსკოვის გადაწყვეტილებით - მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. 18 აპრილს, ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებაში რაისი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ძველებურად მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას: “ძალიან შეშფოთებული ვართ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების გამო. დღეს დილით ვესაუბრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, ხოლო გუშინ საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილსაც ველაპარაკე. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი ღრმა რწმენით, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმ გეგმების განხორციელებისკენ, რომლებიც ქართველებმა გამოთქვეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარების მიზნით.” საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებისკენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, შეერთებული შტატების გარდა, მოუწოდებს ნატო და ევროკავშირი. საქართველოს ხელისუფლება პუტინის გადაწყვეტილებას ანექსიად აფასებს.
XS
SM
MD
LG