Accessibility links

logo-print

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობას, რომ


საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობას, რომ გალის რაიონის მისადგომებთან შეიმჩნეოდა შეიარაღებული შენაერთების

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობას, რომ გალის რაიონის მისადგომებთან შეიმჩნეოდა შეიარაღებული შენაერთების
კონცენტრაცია. თვითმხილველთა თქმით, დაუდგენელმა პირებმა, რომლებსაც რუსი ცისფერჩაფხუტიანების უნიფორმა არ ეცვათ, მაგრამ რუსულად საუბრობდნენ, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. სამხედრო შენაერთების გადაადგილებაში რუსეთის აშკარა ხელწერას ხედავს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. "ასეთი ქმედებები რუსეთის ფედერაციისა პირდაპირ უწყობს ხელს კონფლიქტის ზონაში შეიარაღებულ ესკალაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქართული მხარე არ აპირებს წამოეგოს არანაირ ასეთ სამხედრო პროვოკაციას და არ მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო პროვოკაციაში... მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო ყურადღებით დააკვირდნენ, თუ რა მოყვება რუსეთის ასეთ ქმედებებს," – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
XS
SM
MD
LG