Accessibility links

logo-print

აფხაზი სეპარატისტების განცხადებით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში


აფხაზი სეპარატისტების განცხადებით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს

აფხაზი სეპარატისტების განცხადებით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს
ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი გალის რაიონში. ამ შინაარსის განცხადება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილემ, ანატოლი ზაიცევმა გააკეთა რუსეთის ტელევიზიით. ქართული მხარე უარყოფს ამ ცნობას. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ გალის რაიონში აფეთქება მოხდა, მაგრამ მისთვის ჯერ არ არის ცნობილი დეტალები, რა და როგორ აფეთქდა. მისივე განმარტებით, აფხაზებს არ გააჩნიათ საშუალება, ჩამოაგდონ უპილოტო თვითმფრინავი.
XS
SM
MD
LG