Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში გაურკვეველ ვითარებაში დაიჭრა რუსი


ყირგიზეთში გაურკვეველ ვითარებაში დაიჭრა რუსი სამხედრო მოსამსახურე.

ყირგიზეთში გაურკვეველ ვითარებაში დაიჭრა რუსი სამხედრო მოსამსახურე.
ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, პოლიციამ გამაფრთხილებელი სროლა დაიწყო მას შემდეგ, რაც სამი რუსი ჯარისკაცი არ გაჩერდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ბიშკეკის მახლობლად მდებარე კანტის რუსული საჰაერო ბაზიდან მიმავალ გზაზე. ამ სროლის შედეგად დაიჭრა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი. მაგრამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს: მისი თქმით, ოთხმა მამაკაცმა გააჩერა რუსების ავტომანქანა სამხედრო საჰაერო ბაზის მახლობლად, სცემა ისინი და ერთ-ერთს ესროლა კიდეც.
XS
SM
MD
LG