Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს მოულოდნელად ეწვია ბაღდადს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს მოულოდნელად ეწვია ბაღდადს.
ვიზიტის მიზნად სახელდება ერაყის მთავრობის მხარდაჭერა შიიტი სასულიერო მოღვაწის, მოყტადა ალ-სადრის შეიარაღებული მომხრეების "მაჰდის არმიის" წინააღმდეგ ბრძოლაში. რაისის თქმით, მას სურს მხარდაჭერა გაუწიოს ერაყის ახალ პოლიტიკურ “ცენტრს”, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის ინიციატივას. რაისის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ალ-სადრი “ღია ომით” დაემუქრა მთავრობას, თუ ის არ შეწყვეტს "მაჰდიის არმიის" წინააღმდეგ ბრძოლას.
XS
SM
MD
LG