Accessibility links

რუსეთმა და საქართველომ აღადგინეს საფოსტო


რუსეთმა და საქართველომ აღადგინეს საფოსტო კავშირი.

რუსეთმა და საქართველომ აღადგინეს საფოსტო კავშირი.
რუსეთის საფოსტო განყოფილებებში დაიწყო საქართველოში ყველა სახის საფოსტო გზავნილის, მათ შორის ფულის მიღება. ჯერჯერობით ფოსტა იგზავნება თვითმფრინავებით. ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო კავშირი ჯერ არ აღმდგარა ზემო ლარსის სასაზღვრო უღელტეხილზე სარემონტო სამუშაოების გამო. მარტის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგა საზღვაო და საავიაციო კავშირი. მოსკოვმა საქართველოსთან კავშირი მკვეთრად შეზღუდა 2006 წელს, მას მერე, რაც თბილისში რუსეთის სამხედროები იქნენ დაკავებული ჯაშუშობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG