Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე


ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა მოუწოდა მაკედონიას, დროულად მოაგვაროს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა მოუწოდა მაკედონიას, დროულად მოაგვაროს
საბერძნეთთან უთანხმოება, რათა ალბანეთთან და ხორვატიასთან ერთად იქნეს მიღებული ალიანსში. ნატოში გაწევრიანების თაობაზე მაკედონიის განაცხადს საბერძნეთმა გაუკეთა ბლოკირება ბუქარესტის სამიტზე მაკედონიის სახელთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. დღეს სკოპიეში ვიზიტის დროს დე ჰოოპ სხეფერმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა ამ პრობლემას მანამდე მოაგვარებს, სანამ ალბანეთი და ხორვატია გაწევრიანების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს ნატოსთან 9 ივლისს. მისი თქმით, მას სურს, რომ ამ თარიღისთვის ნატოს მაგიდას მესამე ქვეყანაც, მაკედონიაც მიუჯდეს.
XS
SM
MD
LG