Accessibility links

logo-print

რით დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესი


დღეს, 21 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებისა და ბლოკების საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენის ვადის ამოწურვისთანავე,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ნინო ბურჯანაძემ უარი თქვა ”ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის” პარტიული სიის პირველი ნომერი ყოფილიყო. მინდა ამ სკანდალური განცხადების მიზეზებისა და მასზე პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურების შესახებ გესაუბროთ.


პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა თავს იკავებდა პარტიული სიების გამოქვეყნებისგან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. მათმა უმრავლესობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიები უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში წარადგინა. ყველაზე ბოლო მმართველი პოლიტიკური ძალა იყო, რომლის პარტიული სიიის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. მხოლოდ ერთი იყო ცნობილი, რომ სიას ნინო ბურჯანაძე ლიდერობდა. რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან დაახლოებით 15 წუთში პარლამენტის თავმჯდომარემ, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი 21 მაისის არჩევნებში...”

იქვე ნინო ბურჯანაძემ თავის პოლიტიკურ გუნდს წარმატებები უსურვა, აღნიშნა, რომ ქვეყანა სწორი სტრატეგიული კურსით ვითარდება და რომ იგი ოპოზიციაში წასვლას არ აპირებს. ნინო ბურჯანაძემ თავის განცხადებაში იმ მიზეზებზეც მიანიშნა, რომელთა გამოც უარი განაცხადა პარტიული სიის პირველ ადგილზე:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ძალზედ სერიოზული, ხანგრძლივი და არამარტივი კონსულტაციების მიუხედავად...”

მიუხედავად ნინო ბურჯანაძის ამ და სხვა განმარტებებისა, რომელშიც მისი ნაბიჯის მთავარ მიზეზად პარტიული სიის შედგენა დასახელდა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება სხვადასხვაგვარად შეაფასეს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის კომენტარი:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ჩვენ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ვურჩევდით...”

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე:

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”დაიწყო ბრძოლა მემკვიდრეობისთვის...”

და კიდევ ერთი მოსაზრება. მოვუსმინოთ აკაკი ასათიანს, რომელმაც 2001 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე პირველად წამოაყენა ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა:

[აკაკი ასათიანის ხმა] ”ნინო იყო საკმაოდ კარგი თანამდებობის პირი...”

პოლიტიკოსებისგან განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ ექსპერტები. მათ შორისაა თორნიკე შარაშენიძე:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] ”ადრეც გამოდიოდა ხმები ხოლმე, რომ....”

დაბოლოს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომენტარი. მან ნინო ბურჯანაძის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”...

ამავე განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ლიდერები დაასახელა. სიას სათავეში ჩაუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელიც, სხვათა შორის, პირველად პარლამენტში ნინო ბურჯანაძის გუნდიდან მოხვდა. მეორე ნომერი კი ლტოლვილთა საკითხების მინისტრი კობა სუბელიანია. სიის სხვა წევრები და მათი რიგითობა ჯერჯერობით უცნობი რჩება.

XS
SM
MD
LG