Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 2008


პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარემ ,,ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის შეუთანხმებლობით ახსნა. მისი განცხადებით, ხანგრძლივი და სერიოზული კონსულტაციების მიუხედავად, მმართველ პარტიაში სიასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძე კატეგორიულად გამორიცხავს თავის გუნდთან დაპირისპირებას და აღნიშნავს, რომ განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს მათი ერთიანობის შესუსტებას.
XS
SM
MD
LG