Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ძალადობამ დღეს, სულ ცოტა


ავღანეთში ძალადობამ დღეს, სულ ცოტა, 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,

ავღანეთში ძალადობამ დღეს, სულ ცოტა, 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,
დაჭრილია ათობით კაცი. ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელმა ამფეთქებელმა იერიში მოაწყო პოლიციის ბადრაგზე, მოკლა ორი პოლიციელი, დაჭრა სამი. მეზობელ ყანდაარის პროვინციაში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, არიან დაჭრილებიც. აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში კი, პოლიციის ცნობით, თალიბებმა თავდასხმა მოაწყეს სასაზღვრო პოსტზე, მოკლეს ხუთი და დაჭრეს რამდენიმე პოლიციელი. დაიღუპა რამდენიმე თალიბიც. გარდა ამისა, ბადღისის პროვინციაში პოლიციის პატრული ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა სამი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG