Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყების გენერალური დირექტორი


გაეროს ატომური უწყების გენერალური დირექტორი მიესალმა ირანის გადაწყვეტილებას,

გაეროს ატომური უწყების გენერალური დირექტორი მიესალმა ირანის გადაწყვეტილებას,
გამართოს დისკუსია ბრალდებაზე, რომ საიდუმლოდ იკვლევდა ატომური ბომბის დამზადების გზებს. მოჰამედ ელ-ბარადეიმ დღეს სარაევოში გამოთქვა იმედი, რომ მაისის ბოლომდე ირანი ნათელს მოჰფენს ამ ბრალდებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ირანი დაყაბულდა გაეროს ატომური უწყების გამოძიებასთან თანამშრომლობას უწყების გენერალური დირექტორის მოადგილის ირანში ვიზიტისას, მიმდინარე კვირაში.
XS
SM
MD
LG