Accessibility links

ლიტვის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ნატოს


ლიტვის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ნატოს მოუწოდა, საქართველოსთან დაამყარონ უვიზო რეჟიმი

ლიტვის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ნატოს მოუწოდა, საქართველოსთან დაამყარონ უვიზო რეჟიმი
და გააფორმონ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ნატოსა და ევროკავშირის წევრ მოკავშირეებს წერილობითი მიმართვით მოუწოდებს, რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მინიჭება განიხილონ როგორც საქართველოს შანსი, რეფორმები განახორციელოს, რაც ხელს შეუწყობდა გაყინული კონფლიქტების მოგვარებას. დღესვე თბილისს რამდენიმე საათით ეწვია ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს გარშემო ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისისადმი მხარდაჭერის ნიშნად.
XS
SM
MD
LG