Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილების გამო,

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილების გამო,
პირდაპირი ურთიერთობა დაამყაროს საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთის რეგიონთან, რათა თავისი მოქალაქეები აფხაზეთის ციხეებიდან რუსეთში გადაიყვანოს. ტერი დევისი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ “როგორც საქართველოს, ისე რუსეთს რატიფიცირებული აქვთ მსჯავრდებულ პირთა გადაყვანის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია. ეს კონვენცია კი არ ითვალისწინებს შეთანხმებას ხელისუფლების რომელიმე სხვა დონეზე მთავრობის თანხმობის გარეშე.” იქვე ტერი დევისი აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთის მხარეს არ უთხოვია საქართველოს მთავრობის თანხმობა და ასეთ ვითარებაში რუსეთის მთავრობის განზრახვა ეწინააღმდეგება მის ადრეულ განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ.
XS
SM
MD
LG