Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე


გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს კრიზისს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში.

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს კრიზისს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში.
სხდომა, რომელიც ქართული მხარის თხოვნით იმართება, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ქართული მხარე რუსეთს ადანაშაულებს კვირას აფხაზეთში ქართული უპილოტი მზვერავი საფრენი აპარატის ჩამოგდებაში. რუსეთი უარყოფს ბრალდებას და, თავის მხრივ, ქართულ მხარეს ადანაშაულებს გაეროს შეთანხმებების დარღვევაში. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ბაქრაძეც მონაწილეობს. ამ სხდომის დაწყებამდე თბილისში განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა: [სააკაშვილის ხმა] "რუსეთის უკანასკნელი ნაბიჯები, ისევე როგორც მისი წარსული ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში, არის ერთმნიშვნელოვნად უკანონო, სრულიად უსამართლო, სრულიად მიუღებელი და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის, საერთაშორისო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის ამ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით".
რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ასე აფასებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთელი დემოკრატიული სამყარო. სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება მისი რეგიონების მიმართ განხორციელებულ არც ერთ უკანონო ქმედებას და მაქსიმალური ძალისხმევით გააგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან
XS
SM
MD
LG