Accessibility links

logo-print

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში დღეს ოლიმპიური


ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ
მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე ჩაიარა. მარშრუტს პოლიციის მრავალრიცხვოვანი შემადგენლობა იცავდა, რათა ჩინეთის მოწინააღმდეგეთა მხრიდან პროტესტის მცდელობა აღკვეთილიყო. ჩირაღდანი - რომელიც ბოლოს პეკინში უნდა დაბრუნდეს, საზაფხულო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დასანთებად - ტიბეტში ჩინეთის მმართველობის მოწინააღმდეგეთათვის პროტესტის ობიექტად იქცა. კვირას, 27 აპრილს, ჩირაღდანი სამხრეთ კორეაში უნდა ჩაიტანონ - სადაც საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანის მონაწილეობაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG