Accessibility links

logo-print

რუსეთი უარით პასუხობს დასავლეთის ძალების


რუსეთი უარით პასუხობს დასავლეთის ძალების მოწოდებებს, უარი თქვას

რუსეთი უარით პასუხობს დასავლეთის ძალების მოწოდებებს, უარი თქვას
საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან კიდევ უფრო დაახლოვების გეგმაზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა, უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადება - რომ რუსეთის ქმედებები ”მცოცავი ანექსიის” ტოლფასია - და თქვა რომ რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის ეკონომიკური განვითარება სურს, და არა მათი ანექსია. ჩურკინი ნიუ-იორკში გუშინ გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საუბრობდა. სხდომა ორ ქვეყანას შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებას მიეძღვნა. სხდომის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გამოხატეს ”ღრმა შეშფოთება” რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან. ”მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეცვალოს ან არ განახორციელოს ეს გადაწყვეტილება,” - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG