Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სენატორმა და შეერთებული შტატების


ამერიკელმა სენატორმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა,

ამერიკელმა სენატორმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა,
რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა 22 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, განცხადება გაავრცელა. მაკკეინი ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება დაამყაროს პირდაპირი კავშირი აფხაზეთთსა და სამხრეთ ოსეთთან საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, და ის კანონის უზენაესობის პრინციპების ერთგულმა ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს. რუსეთის ქმედებები დაგმეს დემოკრატთა პრეტენდენტებმაც. 21 აპრილს გამოქვეყნდა სენატორ ბარაკ ობამას განცხადება, რომელშიც ნათქვამია რომ რუსეთის ქმედებები ”საფრთხეს უქმნის საქართველოს ხელისუფლებას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალების წახალისების ტოლფასია.” მოსკოვის ქმედება რამდენიმე დღის წინ სენატორმა ჰილარი კლინტონმაც დაგმო.
XS
SM
MD
LG