Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი


საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე
პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის რანგში გერმანიას ეწვია. მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას მხარეებმა - სხვა საკითხებთან ერთად - განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი დაძაბული ვითარება. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას შტაინმაიერმა განაცხადა: [ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ხმა] "ახლა მნიშვნელოვანია, უარი იქვას პროვოკაციებზე, არავინ არაფერი მოიმოქმედოს ისეთი, რაც ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - და სწორედ ამაზე ინტენსიურად ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას - რომ ორივე მხარემ, რუსეთმა და საქართველომ, დაიწყოს არა მხოლოდ ინტენსიური, არამედ უშუალო დიალოგი და ერთობლივად ეძებოს კონფლიქტის მოგვარების ახალი შესაძლებლობები." დავით ბაქრაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თავისი კონფლიქტების მოგვარებას საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ცდილობს.
XS
SM
MD
LG