Accessibility links

logo-print

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის თბილისსა და მოსკოვს შორის უთანხმოების მოგვარების მიზნით. ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ეუთოს წარმომადგენელი ჰაიკი ტალვიტი თბილისში სამშაბათს ჩავა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებით, რაც აფხაზეთში საქართველოს უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ არავითარ კრიზისთან არ გვაქვს საქმე: [სერგეი ლავროვის ხმა] “მე ვერ ვხედავ კრიზისს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. აშკარაა კრიზისი ურთიერთობებში საქართველოს ხელისუფლებას და აფხაზეთსა და ოსეთს შორის. ის, რომ საქართველოს ხელისუფლებს ვერ დაუმყარებია პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ამის მაგივრად აცხადებს, რომ აი, შევა ნატოში და ყველა პრობლემა მოგვარდება, ეს სერიოზულად ძაბავს ვითარებას.”
XS
SM
MD
LG