Accessibility links

logo-print

თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ


თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საომარ მოქმედებებს წამოიწყებს,

თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საომარ მოქმედებებს წამოიწყებს,
რუსეთმა ამას, შესაძლოა, სამხედრო საშუალებებით უპასუხოს. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვალერი კენიაიკინმა. რუსი დიპლომატის თქმით, გამორიცხული არ არის, საქართველომ სულ მალე - 21 მაისამდე დაიწყოს სამხედრო ოპერაცია აფხაზეთში. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში რუსეთი ყველა შესაძლო მეთოდით დაიცავს თავის მოქალაქეებს არაღიარებულ რესპუბლიკებშიო, განაცხადა ვალერი კენიაიკინმა. თბილისი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სამხედრო გეგმის არსებობას. "კავკას-პრესის" სააგენტოს მოჰყავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ თავისი ქმედებებით რუსეთი საქართველოს პროვოცირებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG