Accessibility links

შაბათს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის 22-ე


შაბათს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის 22-ე წლისთავზე, უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში

შაბათს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის 22-ე წლისთავზე, უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში
მსხვრეპლთა საპატივცემულო მემორიალური ცერემონიები გაიმართა. უკრაინის მრავალ ქალაქში ხალხმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკო მემორიალური მონუმენტები და სანთლები დაანთო. ჯერაც არ არის ბოლომდე გარკვეული 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი ავარიის შედეგების გრძელვადიანი მოქმედების მასშტაბები მას მერე, რაც რადიოაქტიური ღრუბელი გავრცელდა უშუალოდ რეგიონში, სადაც ავარია მოხდა, და ევროპის უდიდეს ნაწილში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ავარიის შედეგად ხანგრძლივი პერსპექტივით დაახლოებით 4000 ადამიანი დაიღუპება. მაგრამ ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მსხვრეპლმა შეიძლება ასიათასს მიაღწიოს.

XS
SM
MD
LG