Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიამ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს საერთაშორისო


სირიამ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს საერთაშორისო ინსპექტორებთან

სირიამ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს საერთაშორისო ინსპექტორებთან
ამ ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის დახმარებით ბირთვული რეაქტორის მშენებლობის თაობაზე ინფორმაციის გამოსაძიებლად. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ აპირებს დაადგინოს, სიმართლეს შეეფერება თუ არა შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული ცნობა, რომ სირია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარებით აშენებდა ბირთვულ რეაქტორს, რომელიც არ ისახავდა მშვიდობიან მიზნებს. ამერიკის დაზვერვამ ადრე შეერთებული შტატების კონგრესს გააცნო მასალები სირიის რეაქტორის შესახებ, რომელიც გასულ წელს ისრაელის ავიადარტყმების შედეგად იქნა განადგურებული.

XS
SM
MD
LG