Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იასუო ფუკუდო მოსკოვში


იაპონიის პრემიერ-მინისტრი იასუო ფუკუდო მოსკოვში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იასუო ფუკუდო მოსკოვში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით.
ის შეხვდა რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მუშაობა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კურილის კუნძულების პრობლემა, მაგრამ დეტალები ცნობილი არ არის. იაპონიის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა, რათა შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, რომელიც ტოვებს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას, და მომავალ სახელმწიფო მეთაურს, დმიტრი მედვედევს. მოლაპარაკებების მთავარი თემაა დიდი რვიანის სამიტის მომზადება, რომელიც ივლისის დამდეგს გაიმართება კუნძულ ჰოკაიდოზე.
XS
SM
MD
LG