Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა რისხვა გამოხატა დღეს მას


ირანმა რისხვა გამოხატა დღეს მას მერე, რაც, თეირანის თანახმად, აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვამ საზღვარზე მოკლა ორი ირანელი,

ირანმა რისხვა გამოხატა დღეს მას მერე, რაც, თეირანის თანახმად, აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვამ საზღვარზე მოკლა ორი ირანელი,
რომლებიც ირანში ბრუნდებოდნენ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალი ჰოსეინის თქმით, დასაგმობი და მიუღებელია, როგორ მოექცნენ ორ ახალგაზრდა ირანელს. მან დასძინა, რომ ირანის სასაზღვრო დაცვა იძიებს ამ ინციდენტს. აზერბაიჯანის მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG