Accessibility links

logo-print

დღეს სროლა ატყდა ქაბულში გამართული


დღეს სროლა ატყდა ქაბულში გამართული სამხედრო აღლუმის დროს,

დღეს სროლა ატყდა ქაბულში გამართული სამხედრო აღლუმის დროს,
რომელსაც ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ესწრებოდა. უშუალოდ ინციდენტის შემდეგ სატელევიზიო გამოსვლაში კარზაიმ, რომელიც არ დაშავებულა, თქვა, რომ დაკავებულია თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე ადამიანი. ჯანდაცვის მინისტრის, მოჰამად ამინ ფატიმის თქმით, ინციდენტის დროს დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბიჭი. ცხრა ადამიანი დაიჭრა. ამ ინფორმაციის თანახმად, დაჭრილთა შორის არიან ორი პარლამენტარი, ოთხი ჯარისკაცი და დაცვის რამდენიმე წევრი. ავღანეთის პარლამენტის წევრი, ფაზლ-ულ რაჰმან სამკანაი, რომელიც თავდასხმის დროს დაიჭრა, მოგვიანებით გარდაიცვალა საავადმყოფოში. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო საკუთარ თავზე.

XS
SM
MD
LG