Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ


ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანს მიაღწია.

ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანს მიაღწია.
ორგანიზატორთა თქმით, ორშაბათს ასიათასობით ადამიანი გამწკრივდება ჩირაღდნის ესტაფეტის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე. ჩრდილოეთ კორეამ მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები, რომლებითაც აღინიშნა ჩირაღდნის ესტაფეტა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დღეს სამხრეთ კორეაში ათასობით ჩინელმა გამართა პეკინის ოლიმპიური თამაშების მხარდამჭერი დემონსტრაცია. სეულის მთავარი მოედანი ჩინეთის დროშების ზღვად გადაიქცა, როცა სამხრეთ კორეის დედაქალაქში დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა გაიმართა. ჩინეთის მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლეს ესტაფეტისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ადგილი ჰქონდა სპორადულ შეტაკებებს პეკინის მომხრეებთან. სეულში 8 ათასამდე სპეცდანიშნულების პოლიციელი იყო განთავსებული ოლიმპიური ჩირაღდნის დასაცავად.
XS
SM
MD
LG