Accessibility links

logo-print

გალის რაიონში ქართული უპილოტო მზვერავი


გალის რაიონში ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს მომავალ კვირაში

გალის რაიონში ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს მომავალ კვირაში
ეუთო განიხილავს. განხილვა გაიმართება ფორმატით თანამშრომლობა-უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხზე ისაუბრეს დღეს ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარგზავნილმა, ჰეიკი ტალვიტიემ, და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა. შეხვედრის შემდეგ, იაკობაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეუთო ქართული მხარის მოთხოვნას გაითვალისწინებს, და ინცოდენტს გამოიძიებს. ამასთან, იაკობაშვილმა დასძინა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტურ ზონებში ეუთოს როლის შესახებაც ისაუბრეს:
[იაკობაშვილის ხმა]: ”ასევე გვქონდა საუბარი ეუთოს როლზე კონფლიქტის ზონებში, განსაკუთრებით ეს ეხება ცხინვალის რეგიონს. ჩვენ გადავეცით დოკუმენტი, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ ”2+2+2” ფორმატი ამოქმედებულ იქნას. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ქმედებებმა საბოლოოდ დაასამარა ის, რასაც თავის დროზე ერქვა შერეული რაღაცა კომისია” [სტილი დაცულია]. ჰეიკი ტალვიტიეს შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ჰქონდა.
XS
SM
MD
LG