Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, დავით


საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე,

საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე,
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინას სტუმრობდა. ბაქრაძე, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ნატოს გენერალურ მდივანს, იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა, და ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. მისი მოხსენება საქართველოს და რუსეთის ურთიერთობაში ბოლო პერიოდში შექმნილ პრობლემებს ეხებოდა. სიტყვით გამოსვლამდე ბაქრაძე საქართველოს მედიას მთავარ თემებზე ესაუბრა:
”ძირითადი საკითხები, რომელსაც დააყენებს ქართული მხარე, იქნება სწორედ მოთხოვნა ნატოს მხრიდან ჩაერთოს ამ პროცესებში, მოხდეს რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის მიცემა, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას და უკან უნდა წაიღოს თავისი გადაწყვეტილებები - განსაკუთრებით 16 აპრილის გადაწყვეტილება პირდაპირი ურთიერთობის დამყარების თაობაზე. და ერთერთი მთავარი თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ, იქნება სამშვიდობო ოპერაციის არსებული ფორმატის შეცვლის, და სამშვიდობოების ჩანაცვლების თემა" [სტილი დაცულია]. საქართველოს მედიის ინფორმაციით, სხდომამ დაგეგმილ დროს ერთი საათით გადააჭარბა, ვინაიდან ბაქრაძის მოხსენების შემდეგ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ყველა წარმომადგენელმა გამოხატა პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. 30 აპრილს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა უნდა შედგეს.
XS
SM
MD
LG