Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების განცხადებით


შეერთებული შტატების სამხედრო ძალების განცხადებით,

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების განცხადებით,
დღეს ბაღდადში შვიდი ექსტრემისტი მოკლეს. ოთხი მათგანი საჰაერო იერიშისას გაანადგურეს, კიდევ სამი კი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა ბაღდადში მომხდარი შეტაკებისას 38 ექსტრემისტი მოკლეს. ბოლო დღეებში მომხდარი შეტაკებები სამთავრობო ძალების მიერ რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის ერთგული ”მაჰდის არმიის” წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ნაწილია. დღესვე, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ინფორმაციით, ბაღდადის აღმოსავლეთში მომხდარ თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG