Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლიტვის


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლიტვის პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას რუსეთთან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლიტვის პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას რუსეთთან
პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებისთვის. ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პეტრას ვაიტიეკუნასმა ლუქსემბურგში ევროკავშირის წარმომადგენელთან დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე უთხრა ჟურნალისტებს, რომ ლიტვა მზად არის კომპრომისზე წასასვლელად, მაგრამ მოსკოვისაგან მოითხოვს უშუალო მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მან ისაუბრა ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზეც. ევროკავშირი ემზადება რუსეთთან ივნისის სამიტისთვის, როცა გაიმართება მოლაპარაკება სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე.
XS
SM
MD
LG