Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ
უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ქართულ მხარე არ ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდის შესახებ და მოელის საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაქციას. გურგენიძემ განაცხადა, რომ მთავრობის შეფასებით, თუკი რუსეთის მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა, ეს გამოიწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში და "ამიერიდან ყველა შემოსულ ჯარისკაცს თუ სამხედრო ტექნიკის ერთეულს, თუნდაც ამ 3 000 ჯარისკაცის ფარგლებში, განვიხილავთ როგორც უკანონოს, როგორც პოტენციურ აგრესორს, როგორც დესტაბილიზაციის პოტენციურ გამომწვევს”, - დასძინა პრემიერმა.
XS
SM
MD
LG