Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განაცხადა, რომ ირანი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განაცხადა, რომ ირანი
კვლავაც რჩება ტერორიზმის ყველაზე აქტიურად მხარდამჭერ სახელმწიფოდ. სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა შორის ჩამოთვლილი არიან აგრეთვე სირია, ჩრდილოეთი კორეა, კუბა და სუდანი. ანგარიშის თანხმად, 2006-2007 წლებში ავღანეთში ტერორისტული თავდასხმების რიცხვი 16 პროცენტით გაიზარდა ავღანეთსა და პაკისტანში ექსტრემისტების საქმიანობის გააქტიურების გამო. ამავე დროს ამ პერიოდში შემცირდა თავდასხმების რაოდენობა ერაყში, თუმცა ერაყზე მოდის მსოფლიოში ტერაქტების 60 პროცენტი.

XS
SM
MD
LG