Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აცხადებს, რომ თვალყურს ადევნებს


ნატო აცხადებს, რომ თვალყურს ადევნებს აფხაზეთში რუსეთის ჯარების კონცენტრირებას,

ნატო აცხადებს, რომ თვალყურს ადევნებს აფხაზეთში რუსეთის ჯარების კონცენტრირებას,
რაც, ალიანსის თანახმად, რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს. ნატოს პრემდივანმა ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში თქვა: "რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მას უფლება აქვს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მანდატის მიხედვით, გაზარდოს აფხაზეთში თავისი სამშვიდობო ჯარების რაოდენობა. ტექნიკურად ეს ასეა. მაგრამ რეალურად, პოლიტიკური რეალობის თვალსაზრისით, ეს არ ასუსტებს დაძაბულობას. პირიქით, ეს ამწვავებს დაძაბულობას." აპატურაის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია რუსეთის მიერ აფხაზეთში ჯარების გაზრდით.

XS
SM
MD
LG