Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს ავღანეთში ნატოს ერთი ჯარისკაცი


ოთხშაბათს ავღანეთში ნატოს ერთი ჯარისკაცი და რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა აფეთქებების შედეგად.

ოთხშაბათს ავღანეთში ნატოს ერთი ჯარისკაცი და რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა აფეთქებების შედეგად.
სამხედრო ალიანსის ცნობით, ჯარისკაცი პატრულირებისას იქნა მოკლული ლოგარის პროვინციაში, ქაბულის სამხრეთით. ავღანეთის პოლიცია იტყობინება, რომ რვა ავღანელი სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად პაკისტანის საზღვრის მახლობლად. მათი ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა ქალაქ ბოლდაკის მახლობლად, პროვინცია ყანდაარში.

XS
SM
MD
LG