Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით, ის


რუსეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით, ის მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიასთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით, ის მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიასთან.
ეს, დღეს გავრცელებული, განცხადება მოჰყა მოსკოვის გადაწყვეტილებას, აფხაზეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ამ ნაბიჯს “ძალიან სახიფათო” უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე, ამ გადაწყვეტილებაზე უარის სათქმელად. [სააკაშვილის ხმა] “დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ევროკავშირი და სხვები ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ, რათა უთხრან მოსკოვს, რომ უკან დაიხიოს და გადასინჯოს ზოგიერთი, ბოლოხანს გადადგმული ძალიან, ძალიან სახიფათო ნაბიჯებიდან”. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში გააკეთა. მანვე ინტერვიუში აღნიშნა, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შეძლებისდაგვარად დემოკრატიულად ჩატარდება.
XS
SM
MD
LG