Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შუამავალი


ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შუამავალი ოთხეული ისრაელის მოუწოდებს, შეაჩეროს დასახლებების მშენებლობა

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შუამავალი ოთხეული ისრაელის მოუწოდებს, შეაჩეროს დასახლებების მშენებლობა
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ამ შინარსის განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გააკეთა ლონდონში, სადაც ოთხეულის მოლაპარაკება გაიმართა. კვარტეტში შედიან გაერო, ევროკავშირი, აშშ და რუსეთი. ბან კი მუნის თქმით: [ბან კი მუნის ხმა] “კვარტეტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა დასახლებების მიმდინარე მშენებლობის გამო და ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს მშენებლობა და მოახდინოს 2001 წლის მარტის შემდეგ აგებული ობიექტების დემონტაჟი”. იქვე ბან კი მუნმა დონორ სახელმწიფოებს მოუწოდა, მიაწოდონ პალესტინელების ხელისუფალთ დაპირებული ფინანსური დახმარება.
XS
SM
MD
LG