Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, რობერტ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის, თქმით,

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის, თქმით,
შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა გადაიბაროს ავღანეთის სამხრეთში ნატოს ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო მისია. ნატოს მოკავშირეთა ერთი ნაწილი თავს იკავებს იქ სამხედრო კონტინგენტის გაგზავნისგან. გეიტსის თქმით, ავღანეთში სამხედრო როლის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე პენტაგონი აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ნატოს მოკავშირეებთან. ავღანეთის სამხრეთი ის რეგიონია, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა თალიბების მიერ განხორციელებული ძალადობის მორიგი ტალღა. იქ ახლა ნატოს მანდატი მოქმედებს. რეგიონში ბრიტანეთის, კანადის, ჰოლანდიის და ავსტრალიის სამხედრო კონტინგენტებია განთავსებული.
XS
SM
MD
LG