Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების თანახმად,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების თანახმად,
ირანმა საერთაშორისო ძალებისგან თავის ატომურ პროგრამაზე მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვის შეთავაზება მიიღო - იმ პირობით, რომ მოლაპარაკების განმავლობაში თეირანი შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროცესს. ლავროვმა ინტერვიუს სააგენტო იტარ-ტასს მისცა, ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ - რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა და გერმანია მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა, თქვა რომ ექვსი ქვეყანა ირანისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზებაზე შეთანხმდა, ატომური სამუშაოების შეჩერების სანაცვლოდ. მილიბენდს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG