Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქართველი ჯარისკაცი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქართველი ჯარისკაცი
- ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე - დაიღუპა ერაყის პროვინცია დაილაში სამხედრო პატრულირების დროს, დაჭრილია სამხედრო მოსამსახურე თენგიზ მირცხულავა და ერთი ადგილობრივი თარჯიმანი. საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის გიგა ტატიშვილის განცხადებით, სამხედრო ავტომობილი, რითაც ქართველი ჯარისკაცები პატრულირებდნენ, 2 მაისს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. მისი თქმით, დაჭრილები გადაყვანილები არიან ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში და მათი ჯანმრთველობის მდგომარეობა სტაბილურია.
XS
SM
MD
LG