Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა,
რომ თბილისის ”უუნარობა შეათანხმოს” პრობლემატური საკითხები მოსკოვთან გამოიწვია ”საქართველოს ნატოში შეყვანის გეგმებმა”. მან ეს განცხადება ლონდონში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან, შეხვედრის შემდეგ. ლავროვის თქმით, მან და რაისმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისი და ”ის დედაქალაქები, რომლებიც საქართველოს ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსისკენ უბიძგებენ” სწორ დასკვნებს გამოიტანენ და არ შექმნიან ”ხელოვნურ პრობლემებს ამ ძალიან მგრძობიარე რეგიონში”.
ლავროვის თქმით, მან რაისს განუმარტა, რომ რუსეთმა შეთანხმებით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაზარდა სამშვიდობოთა რაოდენობა კონფლიქტის ზონაში. ”მე ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ვესაუბრე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქმედებებს სწორად გაიგებენ,” - განაცხადა ლავროვმა.
კონდოლიზა რაისმა 1 მაისს განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აფხაზეთში დამატებითი რუსული ძალების შეყვანის საჭიროებას.
XS
SM
MD
LG