Accessibility links

logo-print

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნის


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით,

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით,
რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა - იუწყება სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი”. აქციის ორგანიზატორთა აზრით, საქართველოში 2003 წლის შემდეგ გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები. აქციის მონაწილეებმა წარმოადგინეს გაზეთების, ტელევიზიების და გადაცემების სია, რომლებიც ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიხურა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში - რომელიც მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების ხარისხს ასახავს - საქართველოს მაჩვენებელი გაუარესებულია.
XS
SM
MD
LG