Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა,
დღეს განაცხადა, რომ მისი აზრით ჯერ კიდევ არსებობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე წლის ბოლომდე მიღწევის შესაძლებლობა. [რაისის ხმა]: ”ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ პალესტინელებსა და ისრაელებს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ამ წლის ბოლომდე - მანამ, სანამ პრეზიდენტ ბუშს ვადა ამოეწურება.” რაისმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რეგიონში იმყოფება, დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა ისრაელის ოფიციალურ პირებთან და პალესტინელთა წარმომადგენლებთან. რაისის განცხადებით, მან ისრაელის მხარეს პალესტინელებისთვის მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების თხოვნით მიმართა. ამავე დროს, რაისი აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან დასავლეთის სანაპიროზე დასახლებების გაფართოებას შეერთებული შტატები ”განსაკუთრებით პრობლემურ” საკითხად მიიჩნევს. პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან ერთად რამალაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რაისმა თქვა, რომ პალესტინელებმა კიდევ უფრო მეტი ზომა უნდა მიიღონ, რათა დააკმაყოფილონ ისრაელის მოთხოვნები უსაფრთხოების ირგვლივ. ისრაელები და პალესტინელები ნოემბერში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ, და მიზნად წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა დაისახეს. თუმცა ამ დრომდე მათ ინიციატივას მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG