Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების კუთვნილ მცირე ზომის


შეერთებული შტატების კუთვნილ მცირე ზომის ტერიტორიაზე, კუნძულ გუამზე

შეერთებული შტატების კუთვნილ მცირე ზომის ტერიტორიაზე, კუნძულ გუამზე
ჩატარებულ დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო კენჭისყრაში ბარაკ ომაბამ ჰილარი კლინტონი 7 ხმით დაამარცხა. კვირას, 3 მაისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგებით ობამამ 2,264 ხმა მოიპოვა, კლინტონმა - 2,257. ამ გამარჯვებით ომაბამ კიდევ ოთხი დელეგატი მოიპოვა დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, სადაც ოფიციალურად გადაწყდება, დემოკრატთა რომელი პრეტენდენტი გაუწევს კონკურენციას რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინს ნოემბრის საპრეზიდენტი არჩევნებში. ამ ეტაპზე ობამა კლინტონს დელეგატთა რაოდენობით უსწრებს. კენჭისყრის მორიგი რაუნდები ორ შტატში - ინდიანასა და ჩრდილოეთ კაროლინაში - გაიმართება.
XS
SM
MD
LG