Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან მოდის ცნობები თავდასხმების შესახებ.


ერაყიდან მოდის ცნობები თავდასხმების შესახებ.

ერაყიდან მოდის ცნობები თავდასხმების შესახებ.
ერაყის პრეზიდენტის ოფისი იუწყება, რომ პრეზიდენტის მეუღლის თანმხლები მანქანების კოლონის გადაადგილებისას გზაზე ბომბი აფეთქდა. პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის მეუღლე, ჰირო იბრაჰიმ აჰმედი, უვნებლად გადარჩა. დაშავდა მისი ოთხი მცველი. ჯერჯერობით გაურკვეველია იყო თუ არა პრეზიდენტის ცოლი აფეთქების სამიზნე. ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ მოსულში, შეიარაღებულმა პირებმა ერაყელი ქალი ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღით, თავში გასროლით მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, ჟურნალისტი, სერვა აბდულ-ვაჰაბი, სამსახურში მიდიოდა, როდესაც მას ტაქსიდან გადასვლა უბრძანეს და მოკლეს. ნიუ-იორკში განთავსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ერაყს ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანას უწოდებს. შეერთებული შტატების მეთაურობით 2003 წელს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, იქ სულ მცირე 127 ჟურნალისტი მოკლეს. მოკლულებს შორის არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟურნალისტები.
XS
SM
MD
LG