Accessibility links

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით,

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით,
ჩინელი ოფიციალური პირები და დევნილი ტიბეტელი სულიერი ლიდერის, დალაი ლამას წარმომადგენლები, დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე ტიბეტის კრიზისის ირგვლივ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. სამხრეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ შენჟენში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა. დალაი ლამას თანაშემწის, ტენზინ ტაკლჰას თქმით, მოლაპარაკება ორშაბათს და შესაძლოა სამშაბათსაც გაგრძელდება. პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ იმედი გამოთქვა რომ მოლაპარაკება დადებითი შედეგით დამთავრდება. ეს შეხვედრა პირველია მას შემდეგ, რაც მარტში, ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ ტიბეტში აქტიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ტიბეტელ აქტივისტებზე ჩინეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას კრიტიკის საერთაშორისო ტალღა მოჰყვა. სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მსვლელობისას საპროტესტო აქციები მოეწყო; იყო მოწოდებები პეკინში აგვისტოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისკენ. ჩინეთი დალაი ლამას ოლიმპიური თანაშების საბოტაჟის მცდელობაში სდებს ბრალს - ტიბეტის სულიერი ლიდერი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG