Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ, არაფერია ნათქვამი მიზეზზე. შეთანხმება გულისხმობს ათი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვის კოორდინირებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეშფოთება გამოხატა ამის თაობაზე და საქართველო დაადანაშაულა ვითარების დაძაბვაში. საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ დადგა დრო სასწრაფო საერთაშორისო დიპლომატიური ქმედებისათვის, რათა განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთსა და საქთრველოს შორის. გურგენიძემ “როიტერის” საგენტოს უთხრა, რომ დაძაბულობა საქართველოს ინტერესებში არ შედის. მისივე თქმით, რუსეთის მხრივ სეპარატისტული რეგიონებისმხარდაჭერა საქართველოდან მათ გამოყოფის დაკანონებას მცდელობაა.

დღეს ევროპის კავშირმა “სერიოზული შეშფოთება” გამოხატა საქართველოსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის გამო.
ევროკავშირმა ამის გამო ორივე მხარეს მოუწოდა, დაუბრუნდნენ დიალოგს. განცხადებაში, რომელიც ევროპის კავშირის 27-მა სახელმწიფომ გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ კავშირი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
დღეს საქართველომ მოუწოდა გაეროს, გამოიკვლიოს სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე ანტისაზენიტო იარაღის გამოყენების საქმე.
XS
SM
MD
LG